ალბათ, გახსოვთ ამერიკელების მიერ ჩაწერილი ვიდეო, სადცა რამდენიმე ქართული სიტყვით აღფრთოვანებულები საუბრობდნენ, როგორ შეიძლება მოკლედ აზრის გადმოცემა. ბიჭების ქება გამოიწვია სიტყვამ ზეგ და ასევე „შემომეჭამა“-მ, რომელიც ასე თარგმნეს – „I accidentally ate the whole thing“.
როგორც ჩანს, ეს სიტყვა ძალიან პოპულარული გახდა და მას სხვა ვიდეოც მიუძღვნეს, რომელიც გვერდმა SoulPancake მოამზადა და მას მულტიპლიკაციის სახე მისცა.
„გქონიათ მომენტი, როცა კერძი ისეთი გემრიელია, მისი მთლიანად შეჭმა გინდათ? ყველა ვყოფილვართ ამ მდგომარეობაში… ეს გრძნობა კარგად ნაცნობია საქართველოში და მას სიტყვაც შეურჩიეს. არა შტატ ჯორჯიაში, არამედ ქვეყანა საქართველოში… ქართველები ამას ეძახიან „შემომეჭამა“, რაც ნიშნავს, რომ შემთხვევით მთლიანი კერძი შეჭამეთ. როგორი კერძები გინდათ „შემოგეჭამოთ“? – კითხულობს „ფეისბუქ“-გვერდი.