20.8 C
Tbilisi
Friday, August 19, 2022

„სითის“ რჩეულები – „ეამაყები თბილისს“ ერთ-ერთი გამარჯვებული „ფორტუნას“ დამფუძნებელი, თამარ ჩიგოგიძე გახდა

„ეამაყები თბილისს 2019“ 9 ნოემბერს გაიმართა. ჟურნალ „სითის“ მიერ დაფუძნებული დაჯილდოების ცერემონია წელს მესამედ ჩატარდა. მისი მასპინძელი „შერატონ მეტეხი პალასი“ იყო. თბილისის საამაყო ადამიანებს სხვადასხვა სფეროდან სიმბოლურად white studio-ს ცხენის პატარა ქანდაკებები და სიგელები გადაეცათ.

წლევანდელი დაჯილდოების ნომინანტები გახლდნენ: სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“, პროექტი spend your summer in Georgia, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი აქტივობა შექმნა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოში ფრენები აკრძალა, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, თამარ ჩიგოგიძე, გადაცემა „აკუსტიკა“, რომელმაც ქართულ რეალობაში უამრავი ძველი სიმღერა ახლებურად შემოიტანა და ბევრი ახალი კომპოზიციაც გააცნო საზოგადოებას, რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი, თიკა რუხაძე, პოეტი ბესიკ ხარანაული, მუსიკოსი დათო ევგენიძე, სპორტმენი ლაშა ტალახაძე, ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია, ფეხბურთელი აჩი არველაძე, ანსამბლი „შვიდკაცა“, საქართველოს მენეჯმენტის სკოლის დამფუძნებელი, მანანა უგულავა და „კონსიერჟ თბილისი“.

საღამოს განმავლობაში დამსწრეებს დიდი სიურპრიზები ელოდათ. პირველ რიგში, ერთ-ერთ ნომინანტს, ბესიკ ხარანაულს სწორედ 9 ნოემბერს შეუსრულდა 80 წლის იუბილე. ეკა ხოფერიამ სოციალურ ქსელში საღამოდან ვიდეო გააზიარა და დაწერა:

„გუშინდელ საღამოზე, სადაც ბესიკ ხარანაული იყო წარდგენილი, როგორც ერთ-ერთი ნომინანტი, გავიგე, რომ დღეს მას 80 წელი უსრულდება. ჟურნალისტურმა ფორტუნამ ამჯერადაც გამიმართლა და ბავშვივით მიხაროდა! შევიკრიბეთ ყველა ნომინანტებიან-სტუმრებიანად და მივულოცეთ ამ საოცარ ადამიანს და გენიალურ პოეტს დაბადების დღე! ბესიკ ხარანაული 80 წლის!“

(ვრცლად/ფოტოები)

Latest Posts

ბოლო სიახლეები