სინდი კროუფორდი მემუარების გამოცემას აპირებს

0
119

2016 წელს სინდი კროუფორდი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, სუპერმოდელი დაბადების დღისთვის თაყვამნისმცემლებს საჩუქარს თავად უმზადებს – მომავალ წელს გამოჩნდება მისი მემუარების კრებული, წიგნს სახელად “Becoming” ჰქვია. ქალი ნამუშევრაში პოპულარობისაკენ და წარმატებებისკენ მიმავალ გზაზე საუბრობს, ყვება მეგობარ მამაკაცებზე, აღმასვლებსა და დაცემაზე, მეგობრებსა და მტრებზე. და რასაკვირველია ძალიან დიდი ნაწილს წიგნში რიჩარდ გირსაც უთმობს – ლეგენდარულ მსახიობს, რომელიც 90-იან წლებში სინდის მეუღლე გახლდათ.

როგორც ირკვკევა წყვილის გაცნობა საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში მოხდა. 22 წლის ასაკში სინდი კროუფორდს პატივი ხვდა წილად და Playboy-ს გარეკანზე მოხვდა. ის ერთ დღესაც ფოტოსესიის ავტორმა, ჰერბ რითსმა სახლში დაიბარა, რათა სურათები ერთად გადაერჩიათ და თუ საჭირო გახდებოდა, რედაქტირებაც გაეკეთებინათ. სინდი მის სახლში მივიდა, იქ კი რიჩარდ გირი დახვდა, რომელიც, როგორც გაირკვა, ჰერბის მეგობარი გახლდათ. ასე მოუწია 22 წლის გოგონას თასი შიშველი ფოტოების დათვალიერება სრულიად უცნობი მამაკაცის გარემოცვაში – თანაც სუპერვარსკლავი რიჩარდ გირის. “ერთია როცა შენ შიშველ ფოტოებს შენვწე ათვალიერებ, მოერე როცა ამ პროცესს უცნობიც ესწრება“ – წერს სინდი.

მიუხედავად ასეთი უხერხულობისა, რიჩარდმა და სინდიმ საერთო ენა ძალიან მალე გამონახეს, 3 წლის შემდეგ კი , 1991 წელს, ქორწინება გადაწყვიტეს – მაშინ კროუფორდი 25 წლის გახლდათ, რიჩარდი კი 42-ის იყო, მათმა ოჯახმა სულ რაღაც 4 წელიწადს გძლო. იმის მიუხედავად, რომ მრავალი გამოცემა ცოლ-ქმარს ყველა დროის ყველაზე სექსუალურ წყვილს უწოდებდა, სინდიმ რიჩარდის გვერდით ყოფნა აღარ მოისურვა – ამისი მთავარი მიზეზი კი ასაკობრივი სხვაობა იყო. მაშინ 25 წლის ვიყავი, ჩემთვის ყველაფერი ახალი იყო, მთელი ეს ვარსკვლავური გარემო, შემეძლო მეყვირა, “ო ღმერთო, ეს ხომ ჯეკ ნიკოლსონია!“ რა თქმა უნდა, ბევრმა სწორედ რიჩარდ გირის დამსახურებით გამიცნო, მაგრამ მინდოდა, ჩემი გზა მქონოდა, არ მსურდა, მის ჩრდლში მოვქცელიყავი“ – ყვება კროუფორდი.

ამ გადმოსახედიდან, სუპერმოდელი სწორად მოიქცა – ის 90-იანების ყველაზე წარმატებულ მოდელად ითვლება, ამ პერიოდში Forbes-მა სინდი ყველზე მაღალანაზღაურებად მოდელად დაასახელა, ქალმა რამდენიმე ფილმშიც მიიღო მონაწილეობა, ფეხი მოიკიდა ტელევიზიაშიც. VH1-ის რეიტინგის მიხედვით ის 90-იანების ყველაზე სექსუალურ ქალთა რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს. მეუღლესთან განქორწინების შემდეგ სინდიმ ახალი სიყვარული მალევე იპოვა – ქალი1998 წელს ყოფილ მოდელზე, რენდი გარბერზე დაქორწინდა – წყვილს ორი შვილი ჰყავს, ვაჟი პრისლი და ქალიშვილი, კაია.