სიმღერა პირველ სიყვარულზე – ნუცა ბუზალაძე სადებიუტო ალბომს გამოუშვებს

0
1612

მას შემდეგ, რაც 22 წლის აღსანიშნავად მალდივებზე გაემგზავრა და გულშემატკივრები ფოტოებითაც გაანებივრა, ნუცა ბუზალაძე საქართველოში დაბრუნდა და ჟურნალისტები „ბრავო რექორდსში“ მიგვიწვია. ახალი ამბავი მის სადებიუტო ალბომს ეხება, რომელიც სულ მალე გამოვა, მისი სახელწოდება კი „ნუცა 22“-ია. ალბომი სამენოვანია, მასში შესული იქნება სულ თერთმეტი სიმღერა, აქედან 4 თავად მომღერალს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი შვიდი – ცნობილ კომპოზიტორებსა და ტექსტის ავტორებს. ნუცა ბუზალაძე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საკმაოდ გახსნილი აღმოჩნდა. აღნიშნა, რომ ჩვენი მხრიდან მისი პირადი ცხოვრება ყოველთვის საინტერესოა, ის კი ამ თემაზე არ საუბრობს, თუმცა როგორც დღეს გავიგეთ, ალბომში სასიყვარულო სიმღერებიც არის შესული, რომლის ტექსტები ნუცას სწორედაც, რომ პირად ცხოვრებას ყვება. ასევე ალბომში შესულ ერთ-ერთ სიმღერაში ის მის პირველ სიყვარულს იხსენებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here