„სიჩუმის 10 წელი“ – ანუკი ნაცვლიშვილი მხატვრობას დაუბრუნდა

0
1236

შემოქმედებითი პაუზა ახალი შედევრების შესაქმნელად ხანდახან აუცილებელია. ანუკი ნაცვლიშვილი 10 წლინი პაუზის შემდეგ მხატვრობას კვლავ დაუბრუნდა და სოლო გამოფენა, სახელოწოდებით „სიჩუმის 10 წელი“ გამართა. პირველი ნამუშევარი ოთხი წლის ასაკში შექმნა. როგორც თვითონ აღნიშნა, ეს იყო ბავშვის მცდელობა, გადმოეცა და ეჩვენებინა მშობლებისათვის გაურკვეველი წარმოშობის შეტევითი ხილვების შინაარსი, ერთგვარი გათავისუფლების აქტი, რომლის ხერხადაც მან ენის ნაცვლად მხატვრობა აირჩია. მაშინდელი ნამუშევრები სავსეა ბავშვის ცნობიერებისათვის არადამახასიათებელი სიმბოლოებით და უცნაური პერსონაჟებით, რომლებიც სავარაუდოდ, მის ხილვებში ფიგურირებდნენ და ახლაც პერიოდულად ბრუნდებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here