„შვიდკაცას“ დათო ნოზაძეს შვილი შეეძინა

0
260

დათო ნოზაძესა და მის მეუღლეს, სალომე ფორაქიშვილს გუშინ შვილი შეეძინათ. ცნობილი შემსრულებლის, „შვიდკაცას“ სოლისტის მეორე ნახევარმა, კლინიკა „ჰერაში“ იმშობიარა. წყვილს ბიჭი შეეძინა, რომელსაც იოანე დაარქვეს. პატარა 3,200 კგ. და 50 სმ-ია. დედა და პატარა თავს კარგად გრძნობენ.

დათო ნოზაძემ სალომეზე 2015 წლის აპრილის ბოლოს იქორწინა. საინტერესო ის გახლავთ, რომ წყვილმა ახლო მეგობრების გარემოცვაში დაიწერა ჯვარი, რომში. მათი ქორწილის შესახებ მედიამ მოგვიანებით შეიტყო, როცა სოციალურ ქსელში ფოტოები გავრცელდა.

სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ვიდეო, როგორ ულოცავენ დათოს „შვიდკაცას“ წევრები შვილის დაბადებას. თქვენც შეგიძლიათ დატკბეთ ამ შესანიშნავი სიმღერით.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here