შოთა რუსთაველის სელფი თამარ მეფის კორონაციიდან – ნახატი, რომელსაც კრიტიკა მოჰყვა

0
2282

Historic Selfies / ისტორიული Sელფერი აქვეყნებს ნახატს, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი აჟიტაჟი მოჰყვა. „ვიწყებ ისტორიული სელფების გაზიარებას. მინაწერი სელფზე: “როცა შენი საყვარელი ადამიანი მეფე ხდება…” როგორც მკითხველი მიხვდა, ეს არის თამარ მეფის კორონაცია, საიდანაც შოთა რუსთაველს სელფი აქვს დადებული.

ბევრმა მნახველმა ეს ნახატი ხუმრობად მიიღო, თუმცა ბევრის მხრიდან მკრეხელობადაც მოინათლა.

„ჩვენი გმირი მეფეები ამის ღირსები არიან? ამისთვის ღვრიდნენ სისხლს და ამისთვის მოგვიტანეს დღემდე სამშობლო რომ თაობების შემდეგ იღრიჭინოთ? მათი ცხოვრების წაკითხვისას ჟრუანტელი დაგივლის ადამიანს და სიამაყით აღივსები,რეებს ბედავთ თქვენ?ყველა ქართველმა დისლაიქი უნდა დაუწეროს ასეთ გვერდებს და გააუქმოს გამოწერა“.

„ხელოვნებას ვაფასებ,მაგრამ იმ ადამიანებზე ხუმრობა ვინც საქართველო დღემდე მოგვიტანა და ვისი თავგანწირვის გამოც დღეს ვარსებობთ, მე პირადად არ მიმაჩნია სწორად.“

„რუსთაველზე ღადაობა ცოტა უხერხულია, ჯიგრებო. თან პლუს წმინდა თამარ მეფე“.

„ვის გაუგია ასეთი ღადაობა. არც გისწავლიათ, არც გწამთ“.

„ნახატი ლამაზია, მაგრამ წარწერა ბავშვის ნაბოდვარს ჰგავს“.

„მაგრად აცდი რეალობას“

ნახატს ბევრი დადებითი კომენტარიც აქვს:

„მარტო იმიტომ ხართ კარგები, რომ ამდენ ადამიანს შოთა და თამარი გაახსენეთ. თვიდან თვემდე ნეტა რამდენს ახსენდება საინტერესოა…“

„ბედნიერი ვიქნები და გამიხარდება, თუ 100 წლის შემდეგ კიდევ ვინმეს ვემახსოვრები ❤️ და თუ 9 საუკუნის შემდეგ, ვინმე მხატვარი დამხატავს იმ დროის კონტექსტში – მაშინ ალბათ მართლა წმინდანი ვიქნები“.

„ძალიან კარგი წამოწყებაა! იმედია, ბევრი დაინტერესდება იმ ისტორიული პასაჟებით, რასაც ააწყობთ! წარმატებებს გისურვებთ!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here