შორენა ბეგაშვილს ფულის მთხოვნელები აწუხებენ – “ერთი თვეა, კლინიკაში ვცხოვრობთ…“

0
75

შორენა ბეგაშვილის შვილი უკვე ერთი თვეა, კლინიკაში მკურნალობს. შეგახსნებთ, რომ 14 წლის ევა ბარბაქაძე მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და მრავალი მოტეხილობა მიიღო. მას რამდენიმე ოპერაცია გაუკეთდა, ახლა კი რეაბილიტაციაა საჭირო, რომელიც დროს და რაც მთავარია, ფინანსებს მოითხოვს.

შორენამ მცირე ხნის წინ თავისი თეთრი “რენჯ როვერი“ საიტზე გასაყიდად განათავსა და მას 60 000 დოლარად სჭირდება. როგორც ჩანს, რეაბილიტაციის კურსის გასავლელად ქალიშვილის საზღვარგარეთ წაყვანას აპირებს.

მთელმა ქვეყანამ იცის შორენა ბეგაშვილის ამბის შესახებ, თუმცა, როგორც მისივე სტატუსიდან ირკვევა, რომელიც ახლახან განათავსა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ტელესახეს ფულის მთხოვნელები იქით აწუხებენ.

“ერთი თვეა, კლინიკაში ვცხოვრობთ და იქნებ, ახლა მაინც არ მომწეროთ თქვენი ვალებისა და კრედიტების დასახმარებლად“ – წერს მსახიობი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here