შორენა ბეგაშვილმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ მსახიობს ძალიან ძვირად ღირებული მანქანა უსახსოვრეს. „მერსედესი G კლასი“-ს ფასი 100 000 დოლარიდან იწყება. შორენა, როგორც ჩანს, საჩუქარმა ძალიან გაახარა.
როგორც იცით, მან შვილის მკურნალობისა და ოპერაციებისთვის თავისი მანქანა, „რენჯ როვერი“ გაყიდა. შეგახსენებთ, რომ ევა, რომელიც საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულიდან გადავარდა, ხანგრძლივი მკურნალობის კურსს გადის. ანთების გამო ბოლო სამი თვის განმავლობაში შორენას ქალიშვილს სამი ოპერაცია დასჭირდა, რომელთა ხარჯიც მსახიობს უკვე გასტუმრებული აქვს.
უცნობია, ვისგან მიიღო ასეთი საჩუქარი შორენამ, მაგრამ მის „ინსტაგრამზე“ წერენ, რომ მსახიობმა, რომლის ცხოვრებაშიც ბოლო დროს ძალიან მძიმე პერიოდი იდგა, ეს საჩუქარი დაიმსახურა – „ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებ“, სწერენ შორენას.
https://www.instagram.com/p/BRiPnYQBUus/?hl=en