შორენა ბეგაშვილმა ქალიშვილის, ევა ბარბაქაძის ახალი ფოტო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, რომელშიც ევა ეტლში ზის და ბედნიერად იცინის, რაც შეეხება თავად სურათს, ის საავადმყოფოს ეზოშია გადაღებული.
პოსტმა უამრავი ადამიანისგან დაიმსახურა დადებითი შეფასება. მათ შორის ცნობილი სახეებისგან. “ვა რა მაგარია, ხომ გითხარი ყველაფერი მაგრად იქმება მეთქი შოკო. ყველაფერი საუკეთესო წინ გაქვთ უფალი გფარავდეთ” – წერს მარკუს მეტრეველი, “ღმერთს მადლობა. ბედნიერები იყავით დედიკოსთან ერთად” – წერს იუნა შაფათავა. “დედა რა ბედნიერებაა!!! რა მაგარია!!! როგორ გამიხარდა!!! ამეტირა ❤️❤️❤️ ვაშააა!!! რა კარგია!!! რა განათებული სახე აქვს ბავშვს!!! ვაშააა” – ასე ეხმაურება ევას ახალ ფოტოს ზალიკო ბერგერი.