შორენა ბეგაშვილის გოგონას ფეხებში მგრძნობელობა დაუბრუნდა – “ფულს აგროვებენ ევას სამკურნალოდ, ეს არის ტყუილი!..“

0
89

ჟურნალ “სარკესთან“ პროდიუსერი კახა მამულაშვილი შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის ჯანმრთელობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, ის ამბობს, რომ გოგონას წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული.

“ევას მდგომარეობა სტაბილურად კარგია. გონზეა, მეტყველებს. რაც ყველაზე მთავარია, ფეხებში მგრძნობელობა ნელ-ნელა მოუვიდა. ამდენი ხანი ამ სიახლეს ველოდებოდით და ღვთისა და ქართველი ექიმების წყალობით, სასწაული მოხდა. საავადმყოფოდან მაქსიმუმ ერთ კვირაში გამოწერენ და შემდეგ სარეაბილიტაციო კურსი ელის წინ…

ორი თვე აქვს წოლითი რეჟიმი გამოწერილი. მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. გარანტიები არის, რომ გაივლის“ – ამბობს მამულიჩა.

მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ვიღაცები დადიან და ევას დასახმარებლად ფულს აგროვებენ, რაც ტყუილია. “შორენა არანაირ დახმარებას არ ითხოვს. თუ რამე დასჭირდება, თავად გააკეთებს კომენტარს“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here