შორენა ბეგაშვილი თხოვდება? – მსახიობს ბეჭედი უკეთია

0
4238

შორენა ბეგაშვილს ძალიან უყვარს ბრილიანტი. ამის შესახებ მან „მარაოს“ ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, როცა მას გარდერობის დასათვალიერებლად ნინა წკრიალაშვილი ესტუმრა. „ბრილიანტი უნდა იყოს ოთხკუთხედი“, აღნიშნა საუბრისას შორენამ და დასძინა, რომ მას ძალიან მოსწონს ბრილიანტის ბეჭდები. შორენას ასევე ძალიან უყვარს „სვაროვსკის“ სამკაულები და მის გარდერობში ამ ბრენდის უამრავი ნაკეთობა მოიძებნება.

ახლახან „ინსტაგრამზე“ მსახიობმა და ტელეწამყვანმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ძალიან ლამაზი ბეჭედი უკეთია მარცხენა ხელის არათითზე. რას უნდა ნიშნავდეს ეს ფოტო? მისი სოცქსელის მიმდევრები ვარაუდებს გამოთქვამენ:

„ეს თუ იმას ნიშნავს, მაშინ გილოცავ მთელი გულით…“

„მგონი, „სვაროვსკია“, ძალიან მაგარია“

„შორე, გილოცავ, ბედნიერებას გისურვებ…“

„ოთხკუთხედი ბრილიანტია, ასეთი მომწონსო, გადაცემაში თქვა“

ჯერჯერობით, უცნობია, ეს მართლა ნიშნობის ბეჭედია თუ უბრალოდ, საჩუქარი თაყვანისმცემლისგან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here