შორენა ბეგაშვილი პატრიარქს შეხვდა

0
68

მას შემდეგ, რაც შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე მეხუთე სართულიდან გადმოვარდა, რამდენიმე დღე გავიდა. გოგონას გუშინ ხერხემლის დაზიანების აღმოსაფხვრად 9-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. დღეს დილას მეორე ოპერაცია იგეგმებოდა, ამჯერად ტრავმატოლოგების მონაწილეობით, თუმცა ექიმებმა რამდენიმესაათიანი ლოდინი ამჯობინეს, რადგან გოგონას ორგანიზმი დასუსტებული გახლდათ. როგორც პროდიუსერი კახა მამულაშვილი წერს სოციალურ ქსელში, მეორე ოპერაციაზე ევა სამ საათზე შეიყვანეს.

რაც შეეხება შორენა ბეგაშვილს, ის დღეს დილით პატრიარქს შეხვდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ის დალოცა. როგორც გვითხრეს, შორენა იმედიანად არის განწყობილი და მას თავად მისი შვილიც ამხნევებს და სტიმულს აძლევს.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ევა ბარბაქაძის მეორე ოპერაციაც წარმატებით ჩაივლის!..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here