მომღერალი ნინა წკრიალაშვილი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც რატი დურგლიშვილთან ერთად გადაცემა “იღბლიანი ბორბალის” სტუდიაში არის გამოსახული, სურათს კი შემდეგი წარწერა აქვს – “იღბლიანი ბორბალი, მე, რატი და მეგობრები ევას და შორენას ვულოცავთ ევას კარგად ყოფნას”…
ნინასთან ერთად გადაღებული კიდევ ერთი ფოტო გაავრცელა რატი დურგლიშვილმა წარწერით “იღბლიანი ბორბალი და ჩვენ გვერდში ვუდგავართ შორენას და ევას დიდი სიყვარულით”…
როგორც ცნობილია “იღბლიანი ბორბალს” დროებით ნინა წკრიალაშვილი და რატი დურგლიშვილი გაუძღვებიან და გადაცემაში მომღერლებს შორენას და ევას გამოსახულებიანი მაისურები ეცმევათ…
რაც შეეხება შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის, ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის უკვე დამაკმაყოფილებელია. უკვე ჩაუტარდა ოპერაცია ხერხემალსა და კიდურებზე…