შორენა ბეგაშვილი იღბლიან ბორბალს უბრუნდება…

0
4332

გადაცემა იღბლიანი ბორბალი მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც წესი გადაცემის წარმატების დიდი წილი, წამყვანების დამსახურებაა. შორენა ბეგაშვილის და ვანიკო თარხნიშვილის წყვილმა კი, იღბლიანი ბორბალი, იღბლიანთან ერთად ძალიან მხიარულიც გახადა. თუმცა ბოლო დროს, ჩვენთვის კარგად ნაცნობი მიზეზების გამო გადაცემაში, ვანიკოს პარტნირობას ულამაზესი ლიკა ქორქია უწევდა. უნდა ვაღიაროთ, რომ ლიკა პროექტს მარტივად მოერგო და ამ ყველაფერს თავი ჩინებულად გაართვა.

მიუხედავად ამისა გადაცემის ერთგული მაყურებელი სწორედ შორენას და ვანიკოს დუეტს არის მიჩვეული, ასე რომ შორენას ფეისბუქზე ხშირად ვაწყდებოდით გაუთავებელ სურვილებს და მოლოდინს, რომ შორენა პროექტს დაბრუნებოდა.
ტელეწამყვანმა სწორედ დღეს გაუმხილა სოციალური ქსელის მომხმარებლებს, რომ ის იღბლიან ბორბალს უბრუნდება, ბეგაშვილმა ფოტო ატვირთა, წარწერით: “იღბლიანი ბორბალი, მალე“

shorena fb

როგორც მოსალოდნელი იყო, სიახლემ ფანები ძალიან გაახარა და ფოტოს კომენტარებში გამოხმაურება ამ წუთამდე არ წყდება. რადგან შორენა პროექტს უბრუნდება, უკვე დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევას მდგომარეობა უკეთესობისკენ, სწრაფი ტემპით მიდის. ვუსურვოთ დედა-შვილს წარმატებები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here