შიშველმა Irina Shayk-მა გველთან ერთად იპოზიორა

0
24

Irina Shayk-მა ინსტაგრამის ფოლოუერებს გული გაუხარა და სრულიად შიშვლად ფოტოკამერების წინ წამოგორდა. ამას არ დასჯერდა და უზარმაზარ პითონთან დამეგობრებაც მოასწრო – ფოტოში სუპერმოდელი სწორედ გველთან ერთად პოზირებს და შიშის ნატამალიც არ ეტყობა, თავის მხრივ ფანები Irina-ს გამბედაობით და ალბათ უფრო მისი მადისაღმძვრელი ფორმებით აღფრთოვანებული დარჩნენ და ფოტომ სულ რაღაც ერთ საათში ასი ათასზე მეტი ლაიქი დააგროვა.

თუმცა, თუკი გგონიათ რომ Irina-ს ახალი ფოტოსესიით ყველა ბედნიერი დარჩა, ძალიან შეცდით, მაშინვე გამოჩნდნენ კრიტიკოსები, რომლებმაც Shayk-ი ტყუილში დაადანაშაულეს. მოკლედ, საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელები Irina-ს ახალმა სურათმა აიკლო – ფოტო პოდიუმზეა გადაღებული და აშკარად ჩანს, რომ ქალს წონაში საგრძნობლად აქვს მომატებული – ეს სახის ნაკვთებზეც ეტყობა და მკლავებზეც. აი ინსტაგამზე გაზიარებულ ნამუშევარში კი Irina კლავ და კვლავ ტანწერწეტა გამხდარი ქალია – ასე რომ კრიტიკოსები დღემდე იმის გარკვევაში არიან, Shayk-ის ფოტო უბრალოდ ადრეა გადაღებული თუ მისი სხეული ფოტოშოპისა და კარგი გრაფიკოსის დახმარებით დათხელდა. როგორც ბოროტი ენები ამბობენ, ჟივანშის ჩვენებაზე Irina-ს გამოჩენამ დიდი აჟიოტაჯი გამოიწვია – წონაში საგრძნობლად მომატებულ ქალს კი დააბრალეს, რომ Cristiano Ronaldo-სთან განშორების დარდებს გემრიელ საჭმელში იკლავს.

Irina Shayk