„შინაურების“ პროდიუსერი, ლაშა ბასლანძე „იმედში“ აღარ მუშაობს. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა: „ჩვენი და „იმედი“-ს თანამშრომლობა მორჩა და იმედია, კარგად მორჩა. მადლობა, ნახვამდის და შედეგებს გაგაგებინებთ“.
მეტ კომენტარს პროდიუსერი ჯერჯერობით არ აკეთებს, ანუ უცნობი რჩება, რა გახდა მისი წამოსვლის მიზეზი.
ჩვენი ინფორმაციით, „იმედის“ ეთერში ზემოხსენებული იუმორისტული შოუ აღარ გავა. შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ, შოუმ შეცვლილი სახით, „ჯი-დი-ეს“-იდან „იმედზე“ გადაინაცვლა და სულ რამდენიმე თვე იარსება.
ნინო მურღულია