“შეყვარებულები ძაან ხმამაღალი ნათქვამია, ერთი კვირა ჰყავდა მელორს“ – მელორ ვაჩნაძე ცოლს შეურიგდა

0
7184

რამდენიმე დღის წინ, “მიუზიკ ბოქსი“ მელორ ვაჩნაძის და მოდელ ლიზი წიგნაძის love story-ს შესახებ წერდა. ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში, მოდელმა განაცხადა, რომ ის და მელორ ვაჩნაძე ერთი თვეა შეყვარებულები არიან და ერთად თავს ბედნიერად გრძნობდნენ. როგორც ჩანს, ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა. მელორ ვაჩნაძე მეუღლეს, ულამაზეს ნინი გოგოტიშვილს შეურიგდა. “მიუზიკ ბოქსი“ ნინი გოგოტიშვილს დაუკავშირდა:

– ნინი, შერიგდით თქვენ და მელორი?

– ჩემს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი არ მიყვარს.

– რამდენიმე დღის წინ, მოდელმა ლიზი წიგნაძემ, ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თქვენი ქმრის შეყვარებულია, ახლა შერიგდით თქვენ და მელორი თუ არასდროს ყოფილხართ დაშორებულები?

– მე და მელორი ოთხი წელია ერთად ვართ და არასდროს დავშორებულვართ. უბრალოდ ნაჩხუბრები ვიყავით და ყველაფერი გააკეთა შერიგებისთვის. მელორმა ლიზი წიგნაძე 6 მაისს გაიცნო და 3 დღეში ამ გოგომ შეყვარებულად გამოცხადა, დაიწყო რაღაც ინტერვიუების მიცემა. ესეც იმიტომ გააკეთა მე მეეჭვიანა, მაგრამ არ გამოუვიდა, რადგან დარწმუნებული ვარ ჩემი ქმრის გრძნობებში. მათზე შეყვარებულები ძაან ხმამაღალი ნათქვამია, ერთი კვირა ჰყავდა მელორს და ეტყობა უნდოდა ჩემი ქმრით პიარი გაეკეთებინა. არ ვიცი, ეგეთი გოგონები რას ფიქრობენ.

– ლიზის გამო იჩხუბეთ?

– არა, რას ამბობთ. მე და მელორმა რის გამოც ვიჩხუბეთ მაგ გოგოს იმ ამბავთან კავშირი არ ჰქონია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here