მომღერალი, ლიზა ყენია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს:
“რამდენიმე დღის წინ დამირეკეს და მითხრეს, ბავშვთა სახლიდან გირეკავთ და მთხოვეს მივსულიყავი, ბავშვებს შენი გაცნობა უნდათ და ძალიან გაახარებთო, ყოველთვის მინდოდა მივსულიყავი ადრეც, მაგრამ სულ თავს ვიკავებდი, გარკვეული ბუნებრივი მიზეზების და გამო, ვიცნობ ჩემს თავს და ვიცოდი, რომ რაღაც ისეთი დამემართებოდა რაც, ბავშვებს ჩემს სისუსტეს დაანახებდა. არ მინდოდა მათთვის მისაბაძი ადამიანი, რეალობაში სენტიმენტალური ჰგონებოდათ. აქამდე ყოველთვის ამის გამო ვიკავებდი თავს, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ამ ყველაფრის კონტროლი შემიძლია და მივედი, არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ ესეთი ლაღი და თბილი ბავშვები, ერთად არასოდეს მინახავს, ამხელა სიყვარულის გამოხატულებაც ერთიანად არასოდეს მინახავს, მეგონა რომელიღაც კეთილ ზღაპარში მოვხვდი, სადაც ერთ დიდ სახლში, სულ კეთილი ბავშვები ცხოვრობენ, ასეც იყო..
ოღონდ ამ ზღაპრის მიღმა და ბავშვების მიღმა, უდიდესი სევდაა, რომელიც არც ერთს არ დაუნახებია ჩემთვის, მაგრამ მე მაინც ვხედავდი თითოეულის თვალებში…
იმის მაგივრად მე მომეწყო მათთვის დაუვიწყარი დღე, ეს ყველაფერი თვითონ მოახერხეს და ჩემთვის დაუვიწყარი იქნება ეს დღე ყოველთვის, მთხოვეს, რომ არ წავსულიყავი, ზოგმა გამიშვა, მაგრამ მთხოვა, რომ აუცილებლად დავბრუნებულიყავი, ხოდა შევპირდი, რომ დავბრუნდები და თან მარტო არა და ახლა ჩემი ვალია მოვუწყო დაუვიწყარი დღე, ისეთი, როგორიც თვითონ მაჩუქეს…“ – წერს ლიზა.