„შენ ხარ ჩვეულებრივად გარუსებული“ – ქეთა თოფურიას ქართველები აკრიტიკებენ

0
1975

ქეთა თოფურიას მიერ „ინსტაგრამზე“ გავრცელებული განცხადება, სადაც ის რუსეთის მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, დიდი განხილვის საგანი გახდა. მომღერალი თანამემამულეებმა კრიტიკის ქარცეცხლში გახვიეს. ქეთა წერდა:

„18 მარტს რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებია. ყველანი მიდიხართ? მე ამ დღეს არ ვიქნები მოსკოვში. დიდი მადლობა კოლეგებს, რომლებმაც მირჩიეს, დისტანციურად მიმეცა ხმა. პორტალზე Gosuslugi.ru შეგიძლიათ მიუთითოთ, სად გირჩევნიათ ხმის მიცემა ამ დღეს. გამოიყენეთ ეს მომსახურება და არ გადამიხადოთ მადლობა“.

მომღერალს ამ განცხადების გამო „ინსტაგრამზე“ ქართველებმა უპასუხეს და მწვავე შეფასებებს არ მოერიდნენ.

„ვერ ხვდები, პროპაგანდას რომ ეწევი, თუ გააზრებული გაქვს შენი ქმედებები და უბრალოდ მაძღარ ცხოვრებას ირჩევ? 18-ში არჩევნებში ხალხის მაქსიმალური მონაწილეობა პუტინის მიზანია, რათა უფრო მარტივად მოხერხდეს არჩევნების შედეგების გაყალბება. ამის გაგება ან არ გსურს, ან არანაირი პრინციპები არ გაგაჩნია. შენ მოსკოვებში მაძღარი ცხოვრება ამჯობინე სიმართლეს! კარგი, რუსეთში მოღვაწეობ, მოღვაწეობ, მაგრამ ნეიტრალური მაინც იყავი, არა კრემლის სასარგებლოდ უნდა იმოქმედო მაინც და მაინც. თუმცა შენ რა გესმის, იმასაც ვერ გაიგებ კიკაბიძემ რატომ გააკეთა ის, რაც გააკეთა და სული არ გაყიდა. შენ არ ხარ ქართველი, შენ ხარ ჩვეულებრივად გარუსებული. დარჩი იქ, სამუდამოდ!“

„პუტინმა დაანახა მთელ მსოფლიოს, რა აქვს მას გულში. გულში აქვს მარტო ომი, და მარტო ომით, შიშით, სხვების სიკვდილებით მას შეუძლია მმართოს რუსეთით. რა არჩევნებზეა საუბარი, პუტინის მმართველობის დროს რუსეთში გამორიცხულია არჩევნები. სირცხვილია ამ ცირკში ქართველების გამოჩენა, ღურცკაია იქ რომ იდგა პუტინის გვერდით, სოხუმის და სოხუმელების დაცინვა იყო…“

ქეთა თოფურიამ გადაწყვიტა, ამ კრიტიკული გამონათქვამებისთვის „ინსტაგრამის“ საშუალებით ეპასუხა და აღნიშნა:

„ხალხო, იმენნა ბრმა კლოუნები ხართ. დედა საქართველოს სააკაშვილმა მოუ…ა და არა პუტინმა. მე მაინც არ ვიცნობდე პირადად გიჟს. რომ არ იცით დეტალები, გაჩუმდით მაინც. ანუ მე სულ ვცდილობ, ვიყო პოლიტიკისგან შორს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან გავბრაზდი, რო ასეთი რეაქცია მოჰყვა იმას, რო წადით არჩევნებზეო, დაწერე. იქნება და წადით და პუტინისგან დაიხსენით თავიო, მაგას ვგულისხმობ? იმასაც ვერ ხვდებით, რომ თუ არ წავლენ, უფრო გაუადვილდებათ გაყალბება. და კი არ მეშინია მე ჩემი პოზიციის, ახლავე გაგაგებინებთ, რო ჩემი აზრით, დღეს რომ აირჩიონ სხვა – რუსეთში ცხოვრება იქნება შეუძლებელი, აქ ისეთი ამბავი ატყდება, თქვენ რომ არ დაგესიზმრებათ, 2008 იქნება სიზმარი, ამიტომ სანამ რამეს დაწერთ, გაერკვიეთ მაინც, ბ…ად“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here