ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, გუშინ თბილისში კონცერტი გაიმართა, სადაც ქართველმა მომღერლებმა მიიღეს მონაწილეობა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება თამრიკო ჭოხონელიძე, რომელიც კონცერტს აკრიტიკებს.
“შეიძლება ყველაფერში არაპროფესიონალიზმი?! ევროპის რომელ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს ის, რაც ახლა, ამ საზეიმო სცენაზე მოხდა?! სრულდება იშვიათზე იშვიათი ვერსია (მარო თარხნიშვილის) კახური მრავალჟამიერისა, სადაც ქალი მღერის მამაკაცებთან ერთად, რითიც თავი უნდა მოვიწონოთ ქართველებმა ჩვენი გენიალური ნიმუშებით (აბა უცხოენოვანი არაფერი უკვირს ამ შენს ევროპას შეიგნეთ(!)) და თან არც მარიამი და არც ანსამბლ ,”შავნაბადას” ბიჭები არ აკადრებენ ჯერ საკუთარ თავს, მერე ქართულ საგანძურს და მსმენელს არაცოცხლად შეასრულონ ეს გენიალური ნიმუში.
ამ დროს მიკროფონი არ არის ჩართული???!!! ფუ! უკვე აუტანელია ეს ყველაფერი… ისიც გაიგეთ, იმ ევროპელებმა უკვე ბევრ ქართველზე უკეთ იციან ქართული ხალხური სიმღერის ფასი და იქეთ გასწავლიან, რომ კახურ სიმღერაში გაბმული ბანის ფონზე ორი ხმა საოცრებას ახდენს… და ამ დროს ერთერთ მთავარ ხმას, თან ქალს – მიკროფონს უთიშავ?! თუმცა ახლა, როცა აღელვებული ამ პოსტს ვწერ, ჩანაწერზე ისმის საქართველოს ჰიმნი, რომელიც შუა გზაში გაუწყდათ!!! სირცხვილი არ არის?! იქნება ვცდები? სამწუხაროდ არამგონია! ძალიან კარგია ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ ამისთვის ყველაფერში მზად უნდა ვიყოთ! მე ვთხოვ მათ, ვისი პრეროგატივაცაა გააგზავნოს (და გაიმეტონ გარკვეული თანხა) უცხოეთში თუნდაც 1 ან 2 კაცი, ვისაც ასწავლიან, როგორ უნდა ჩართო მიკროფონები და არეგულირონ ცოცხლად ნამღერი ხმები ან არ გამოურთონ მაინც(!) და არ მოგვჭრან თავი, ისე როგორც ახლა მოხდა! ისე, თუ გინდა ერი გაანადგურო – კულტურა უნდა მოუსპო! მიხედეთ კულტურას! მი-ხე-დეთ!!!” – წერს ჭოხონელიძე.