შარლიზ ტერონმა მედიაში გავრცელებული ჭორები დაადასტურა – მართალია თავად მსახიობს ხმა არ ამოუღია, თუმცა, ფოტოგრაფების მიერ დაფიქსირებული კადრები ყველაფერზე მეტყველებს – 40 წლის სუპერვარსკვლავმა კიდევ ერთი პატარა იშვილა – როგორც ტაბლოიდები წერენ გოგონას მსახიობმა აუგუსტი უწოდა, ქუჩაში კი მასთან ერთად პირველად გამოჩნდა.
მსახიობმა პატარა დაახლოებით ერთი თვის წინ იშვილა. შარლიზი ახლა უკვე ორი შვილის დედაა – ჯერ კიდევ 2012 წელს ოსკაროსანმა მსახიობმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ვაჟი, ჯექსონი აიყვანა. მაისში ჩაწერილ ინტერვიუში მსაიხობმა გაამხილა, რომ მზად იყო კიდევ ერთხელ გამხდარიყო დედა, თუმცა, არ დაუზუსტებია ბავშვის აყვანას აპირებდა, თუ მის გაჩენას. იმ პერიოდში შარლიზი ჯერ კიდევ შონ პენის საცოლედ ითვლებოდა, ასე რომ, მედიასაშუალებებმა დაასკვნეს, რომ ქალს ბიოლოგიური შვილის ყოლა სურდა, თუმცა, მათმა პროგნოზმა არ გამართლა.
შარლიზ ტერონი წვიმიანი ლოს ანჯელეისის ქუჩებში ჯინსში, ბოტებსა და ლურჯ ზედატანში გამოწყობილი გამოჩნდა, ქალს ხელში პატარა გოგონა ეჭირა, რომლის სახესაც წვიმისგან და დაინტერესებული თვალისგან დასაცავად თხელი პლედი იცავდა. კიდევ ერთი პატარას შვილების შესახებ მედიაში ხმები რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, მაშინ ტაბლოიდებმა შარლიზის ძველი ინტერვიუც მოიყვანეს დასტურად, სადაც მსახიობი ამტკიცებს, ყოველთვის ვიცოდი, რომ ბავშვებს ვიშვილებდიო – “როცა პატარა ვიყავი, ვამბობდი – წამიყვანეთ ბავშვთა სახლში, მინდა პატარა ვიშვილო“ – ყვებოდა შარლიზი რამდენიმე წლის წინ. როგორც ხედავთ, ტერონს ბავშვობის სურვილი არც ზრდასრულ ასაკში განელებია. ოსკაროსან მსახიობს არც მარტოხელა დედობის ეშინია – სტიუარტ ტოუნსენდს ახალი დაშორებული იყო, როცა მის ცხოვრებაში პატარა ჯექსონი შემოვიდა, იგივე მოხდა მეორედაც – დაშორდა თუ არა შონ პენს, შარლიზმა მეორედ მიიღო უფლება, უდედმამო პატარაზე თავად ეზრუნა.