შალვა რამიშვილი მარგო ლუჩკოსთან მიმოწერას ასაჯაროვებს

0
120

მას შემდეგ, რაც ტელესახე მარგო ლუჩკომ განაცხადა, რომ “შალვა რამიშვილის შოუ“ გადაცემის წამყვანის მხრიდან “შეუსაბამო მოთხოვნების“ გამო დატოვა, შალვა რამიშვილმა გაავრცელა ამონარიდები მის თანაშემწესა და ლუჩკოს შორის, საიდანაც ირკვევა, რომ მარგოს გადაცემიდან წამოსვლის მიზეზი ერთ-ერთი სიუჟეტი გახდა…

“მეგობრებო! როგორც ჩანს, რაღაც გაუგებრობაა მარგო ლუჩკოსთან დაკავშირებით. ალბათ ეს მისმა ორაზროვანმა კომენტარმა გამოიწვია.

მაშ ასე: მარგო ლუჩკო იმიტომ წავიდა სამსახურიდან, რომ არ შეასრულა ჩემი, როგორც შოუს სამხატვრო ხელმძღვანელის დავალება.

იგი უნდა გამოწყობილიყო ჯართის ჩამბარებლად, კამერების თანხლებით ევლო ეზო-ეზო და ჩაებარებინა ჯართი. მან თქვა, რომ ამას არ გააკეთბდა, ამიტომ მე მივეცი რეკომენდაცია სტუდიის დირექტორს და მარგო წავიდა შოუდან. ამის შემდეგ მას ჰქონდა მიმოწერა ჩემს თანაშემწესთან თიკო სიფრაშვილთან. ამ მიმოწერის ფოტოებს ახლა გთავაზობთ. როგორც ხედავთ, მარგო ლუჩკოს არავინ არ ავიწროვებდა არც სექსუალურად და არც ისე…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here