შაკირას უახლესმა ფოტოებმა ყველა გააოცა

0
109

შაკირასი ბევრი რამის გამო შეიძლება გშურდეთ – მის გვერდით მსოფლიოში სახელგანთქმული და ძალიან სიმპათიური ფეხბურთელი ჟერარ პიკეა. ამას გარდა კოლუმბიელ მომღერალს ბრწყინვალე კარიერა, მილიონები ანგარიშზე და რაც მთავრია ორი უსაყვარლესი შვილი ჰყავს. თუმცა, კიდევ რჩება ერთი ფაქტორი, რითაც შაკრიას შეუძლია მთელი ცხოვრება ცხვირაწეულმა იაროს – ეს მისი იდელაური ფიგურაა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, 2 შვილის გაჩენის შემდეგ მომღერალი კვლავ იდეალური პრესით ამაყობს.

ცოტა ხნის წინ შემსრულებელი ბარსელონაში გადასაღებ მოედანზე ჩვეულ სტილში – თითქმის შიშველი გამოჩნდან და და პაპარაცებმაც დიდი მცდელობის მიუხედავად ვერაფერით ვერ შეარჩიეს ისეთი რაკურსი, რომლიდანაც შემსრულებლის პრესი, ან თეძოები ცუდი გამოჩნდებოდა – მოკლედ, შაკირამ მოახერხა და 8 თვეში ძველი წონა და იდეალური სხეული დაიბრუნა.

როგორც შემსრულებელი ყვება მისი ფორმები მთლიანად ვარჯიშისა და მწვრთნელის, ანას დამსახურებაა. “ის ალბომ “She Wolf”-ის ჩაწერისას გავიცანი. მისი მიზანია ადამიანებს იდეალურობამდე მიღწევაში დაეხმაროს, მას მერე ჩემ გვერდითაა“ – ყვება შაკირა. მომღერალი ამტკიცებს, რომ ქალების უმეტესობა დიდი შეცდომას უშვებს, როდესაც დაორსულებამდე და ბავშვის გაჩენის შემდეგ ერთი ტიპის ვარჯიშებით ცდილობს ფორმის შენარჩუნებას – “ბავშვის გაჩენის შემდეგ სრულიად სხვა კუნთებზე უნდა იმუშაოთ“ – აცხადებს შემსრულებელი.