შაკირას ახალმა ფოტომ საზოგადოება შოკში ჩააგდო

0
14

თამამად შეიძლება ითქვას, რომ შაკირა ახლა გაცილებით უკეთ გამოიყურება ვიდრე ოდესმე. თანაც თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მომღერალმა რამდენიმე თვის წინ, მეორე ბავშვი გააჩინა, წესით ახლა მომატებულ კილოგრამებს და მოშვებულ სხეულს უნდა უჩიოდესა, მაგრამ ყველაფერი გაცილებით სხვაგვარად არის.

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ფოტო გამოჩნდა, რომელზეც შაკირა სავარჯიშო დარბაზშია გადაღებული. ერთი შეხედვითაც მარტივი შესამჩნევია მუსიკოსის მომღერლის გამხდარი და დაკუნთული სხეული. განსაკუთრებულ ყურადღებას კი მისი მუცლის კუნთები იქცევს.

როგორც მომღერალი ამბობს ეს ყველაფერი დიდი ძალისხმევის შედეგია. დიდ დროს ატარებს სავარჯიშო დარბაზში, გარდა ამისა ცეკვით არის დაკავებული, რაც მის სხეულს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ეს ყველაფერი კი თითქმის შეუძლებელი იქნებოდა პირადი მწვრთნელის – ანა კაიზერის გარეშე, რომელსაც აქამდეც არაერთ ვარსკვლავთან უმუშავია.