„შაგუს რომ შვილი გაუჩინა, კესო, ეგაა“ – ნუკი კოშკელიშვილმა სამშობიაროდან ვიდეო გამოაქვეყნა

0
2230

ნუკი კოშკელიშვილის ეპატაჟურობამ მისი მშობიარობის დროსაც იჩინა თავი. ტელეწამყვანსა და მოდელს აშშ-ში შვილი შეეძინა. ნუკიმ სოციალურ ქსელში ეს ამბავი თავის მეგობრებს კლინიკაშ მშობიარობის წინ გადაღებული ვიდეოთი ამცნო, გამოპრანჭული და მაკიაჟგაკეთებული ცნობილი სახე სულაც არ ჰგავდა ქალს, რომელსაც ეს-ესაა მშობიარობა უნდა დაეწყოს.

„შაგუს რომ შვილი გაუჩინა, კესო, ეგაა“, ასეთი შეფასება მისცეს ქართულ სოცქსელებში მის ამ ვიდეოს და ნუკი პოპულარული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟს შეადარეს, კესოს, რომელიც ზუსტად ასე, მშობიარობის წინ კლინიკიდან „ინსტაგრამზე“ სელფის დებს ექიმთან ერთად. საპირისპირო მოსაზრებაც გაჩნდა, – ისე იმშობიარებს, მაკიაჟიც არ მოსცილდება)) პ.ს. მომწონს მოვლილი ქალები“.

ნუკიმ მოგვიანებით კლინიკიდან უკვე ბავშვთან ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.

(ფოტო/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here