სემ სმიტი: “მე ათი წლის ასაკში განვაცხადე, რომ გეი ვარ“

0
92

სემ სმიტს სოციალური საქმიანობის დაწყება სურს – საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდა ბრიტანელი შემსრულებელი ცდილობს ხმა ელჯიბითი თემს მიაწვდინოს და მათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაეხმაროს. ჟურნალ NME-სთან ჩაწერილ ინტერვიუში სემი ბევრ რამეს განმარტავს.

“მე ათი წლის ასაკში განვაცხადე, რომ გეი ვარ და ამითი ძალიან ვამაყობ, აცხადებს შემსრულებელი. თუმცა, კარიერის დასაწყისში არ მინდოდა, ჩემი ნამუშევრები მხოლოდ ჰომოსექსუალური სიყვარულისადმი მიძღვნილად აღექვათ, ისევე როგორც სტივი ვანდერის, ან ჯონ ლეჯენდის სიმღერებს ქალისადმი მიძღვნილად აღიქვამენ – ამბობს ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკლავი. მე ლამაზი ცხოვრება გამოივარე, თუმცა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიდრეკილება სევდიანი რაღაცების მიმართ მაქვს – სევდიანი ფილმების, სევდიანი მუსიკის. როდესაც სევდიანი ხარ რაღაცებს ბევრად უკეთ აღიქვამ, ვიდრე მაშინ, როცა ბედნიერი ხარ“ – ამტკიცებს მომღერალი.

მომღერალი მსოფლიოში ბევრ ქვეყანაში გავრცელებულ ჰომოფობიასაც ეხება და ამბობს, რომ უნდა სპიკერი გახდეს, სურს ელჯიბითი საზოგადოებას მიმართოს. “ჩემი ჩანაწერები ისეთ ქვეყნებში იყიდება, სადაც გეებს ორიენტაციის გამო ხოცავენ. ეს ბევრს ნიშნავს – იმიტომ, რომ შეიძლება ერთ დღეს ვინმემ ჩემი დისკის იყიდოს, მოუსმინოს, გააცნობიეროს, რომ ის გეი არტისტის ჩაწერილია და აზრი შეიცვალოს“ – ამბობს ახალგაზრდა მომღერალი რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ბრიტანეტში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ, მაღალანზაღაურებად და იმედისმომცემ არტისტად ითვლება. ცოტა ხნის წინ სემმა ახალი სიმღერაც გამოუშვა, რომელიც სპეციალურად “ჯეიმს ბონდის“ ახალი სერიისთვის, “სპექტრისთვის“ ჩაიწერა.