მსოფლიო ვარსკვლავი სელინ დიონი ბოლო დროს თავისი ჩაცმულობით მედიასა და თაყვანისმცემლებს აკვირვებს. ის დროდადრო ამა თუ იმ საინტერესო და უცნაური იმიჯით ჩნდება ხოლმე საზოგადოების წინაშე. ბოლო დროს ჩაცმულობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და ბევრჯერ ახალგაზრდულად შემოსილიც გამოჩენილა სხვადასხვა ადგილას.
ამჯერად ის „ბალენსიაგას“ მაღაზიაში დააფიქსირეს. ბრენდის კრეატიული დირექტორი და იმ ნამუშევრების ავტორი, რომლითაც მთელი მსოფლიო დადის, ქართველი დემნა გვასალიაა.
სელინ დიონმა არაერთი ნივთი მოირგო და „ბალენსიაგას“ მაღაზიაში და ალბათ, უახლოეს მომავალში ამ ბრენდის სამოსით გამოჩნდება.