სელენა გომესის თამამმა ფოტოებმა ყველა გააოცა

0
99

სელენა გომესი კვლავ ახერხებს საზოგადოების გაოცებას – ამჯერად არც ძველი სიყვარულის გამო უტირია და არც რომელიმე ჟურნალისთვის პოზირებს – საქმე მომღერლის სხეულს და მის ბოლოდროინდელ საქციელს უკავშირდება.

შემსრულებელი ცოტა ხნის წინ სანაპიროზე დააფიქსირეს და პირველი რაც ფოტოგრაფებს მოხვდათ თვალში, ეს სელენას ახალი ტატუებია, რომლებიც მან თეძოებზე გაიკეთა. ყურადღებას იმსახურებს გომესის ვიზუალიც – მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია, მიუხედავად იმისა, რომ პირად ცხოვრებაში ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასალაგებელი, მუსიკოსი დროს ყველაფრისთვის შესანიშნავად ანაწილებს. მუშაობს ახალ სიმღერებზე, უშვებს ახალ ალბომსა და კლიპებს, და რაც ყველაზე მთავარია არ ავიწყდება საკუთარ სხეულზე ზრუნვა.

სელენა საცურაო კოსტიუმსა და მაკიაჟის გარეშეც კი შესანიშნავად გამოიყურება. აღფრთოვანებას თვით ტაბლოიდებიც ვერ მალავენ და გოგონას მისამართით კომპლიმენტებს არ იშურებენ. ჩვენი საიტის საშუალებით შეგიძლიათ მათ თქვენც შეავლოთ თვალი…