სცენაზე უღრან ტყეში, სწორედ ასე დაახასიათა პიანისტმა ბექა გოჩიაშვილმა ახალი სივრცე, სადაც მელომანები მისი და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი კონცერტის მოსასმენად შეიკრიბნენ და მართლაც, ეს ორი გენიალური მუსიკოსი ტრადიციულ-კონსერვატულ დარბაზს გასცდნენ და მუსიკის მოყვარულები ორიგინალურ გარემოში შეკრიბეს. ბუნებრივია, რომ გარემო და გემოვნებიანი მუსიკა საოცარ ჰარმონიას ქმნიდა, რამაც საღამო კიდევ უფრო განსაკუთებული გახადა.