“საზოგადოებრივი მაუწყებელის“ ბრიუსელის კორესპოდენტი, ქეთი ქარდავა გათხოვდა

0
2689

ჟურნალისტი ქეთი ქარდავა გათხოვდა. მისი რჩეული მიშა პერტენავაა, რომელსაც ბავშვობიდან იცნობს. ქეთის გათხოვება ყველასთვის მოულოდნელი იყო. გაბედნიერება ჟურნალისტს თვით ჯეიმს აპატურაიმაც მიულოცა.

„ჩემი ქორწილი ყველასთვის სიურპრიზი იყო. ჩვენი ურთიერთობის შესახებ არავისთვის არაფერი მითქვამს. ალბათ ერთი დღით ადრე არავინ დაუპატიჟიათ ქორწილში. რომ ვრეკავდი ვეუბნებოდი: ხვალ საღამოს ტეარასა 360-ში გელოდებით. თქვენ მოხვდით იმ 36 ადამიანს შორის, ვისაც შეუძლია ქეთი ქარდავა საქორწინო კაბაში იხილოს“ – განუცხადა ქეთიმ ჟურნალ „თბილისელებს”.

როგორც ჟურნალისტი ინტერვიუში აღნიშნავს, საქორწინო ორიგინალური კაბა ორ დღეში შეიკერა, მაკიაჟიც სპონტანურად გაიკეთა. ყველაზე მეტად გული იმაზე დაწყდა, რომ ქორწილს მისი 16 წლის ქალიშვილი ვერ დაესწრო, რომელმაც დედის ქორწილს თვალი ლაივ რეჟიმში ადევნა.

როგორც იცით, ქეთი “საზოგადოებრივი მაუწყებელის“ ბრიუსელის კორესპოდენტია, ამიტომ მის მეუღლეს სწორედ იქ მოუწევს საცხოვრებლად გადასვლა. ჟურნალისტის გაბედნიერება სოციალურ ქსელში შეიტყო ჯეიმს აპატურაიმ, რომელმაც მას შემდეგი სახის მესიჯი გაუგზავნა: “შენ? – პატარძალი? შენი სიუჟეტებით ახდენ დიდ სიურპრიზებს, ქმნი ნიუსებს, და თურმე პირადი ცხოვრებითაც შეგძლებია კარგი ნიუსების მოწყობა“.

ketevan-kardava

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here