9.8 C
Tbilisi
Tuesday, November 15, 2022

“საუკეთესო მონაპოვარია ჩემს ცხოვრებაში! მიყვარხარ ჩემო ძვირფასო!“ – მალიბუ ტუღუში

მალიბუ ტუღუში ფეისბუქზე ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს.

“იშვიათად მჩვევია სოციალურ ქსელში საუბარი იმ ადამიანზე, ვინც ჩემთვის ძვირფასია, ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც გიამბეთ დედას შესახებ და ახლა მინდა გაგაცნოთ ადამიანი, ვინც საუკეთესო მონაპოვარია ჩემს ცხოვრებაში. ჩემი მეგობარი ელენე. ჩვეულებრივი მეგობარი არ გეგონოთ, ის შეუდარებელია.

ყოველთვის როდესაც სხვა მეუბნება, რომ რთული ხასიათი მაქვს და მიდის ჩემი ცხოვრებიდან, ელენე ისევ აქ არის. მიყვარხარ ჩემო ძვირფასო მეგობარო! და იცი რატომ? რადგან ერთადერთი ხარ ვინც ჩემთან არის ლხინშიც და ჭირშიც. ერთადერთი ხარ ვინც მუდამ მეუბნება, რომ მე უნდა დავრჩე იმ გოგოდ, ვინც ვარ და არავის გამო არ უნდა შევიცვალო. მადლობა შენ იმ ძალისთვის რასაც მაძლევ! მადლობა, რომ ჩემთან ხარ.. და მადლობა, რომ არასდროს მტოვებ მარტო.. როდესაც ყველაზე ძლიერ მიჭირს. აღარ გავაგრძელებ საუბარს.

გისურვებთ, რომ ცხოვრებაში ერთი ელენე ყველას გყავდეთ… ადამიანი, რომელიც მიგიღებთ ისეთს, როგორიც ხართ.. გაიცინებს და იტირებს თქვენთან ერთად და მუდამ თქვენი ერთგული მეგობარი იქნება…“

Latest Posts

ბოლო სიახლეები