რთულია აკეთო ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ღონისძიება და ამავდროულად გაუთვალისწინებელი მოულოდნელობების არ გეშინოდეს. Eastern Promotion-ს არ ეშინოდა, თუმცა მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, 28 ოქტომბერს დაგეგმილი, Edmar Castaneda Trio-ს კონცერტი ხვალისთვის გადაიდო.
კოლექტივის შემადგენლობა უკვე თბილისშია, თუმცა პრობლემას ედმარ კასტანედას არფა წარმოადგენს, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო სტამბოლის აეროპორტში “გაიჭედა“ და მისი თბილისში გადმოგზავნა დღეს საღამომდე არ ესწრება.
აბონემენტებისა და კასტანედას კონცერტის ბილეთების მფლობელებს დავამშვიდებთ და ვეტყვით, რომ კონცერტი მაინც შემდეგა, თუმცა 28 რიცხვის ნაცვლად, 29 ოქტომბერს, ფესტივალის ბოლო გამომსვლელის – Fourplay-ის კონცერტის დასრულებისთანავე. ლეგენდარული კოლექტივი მსმენელის წინაშე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საღამოს 8 საათიდან დაუკრავს, კონცერტის დასრულების შემდეგ კი მსმენელი ივენთ ჰოლში გადაინაცვლებს და EDMAR CASTANEDA TRIO-ს მოუსმენს.