სასტუმრო “რუმსში” “ჩექ ინ ჯორჯიასთან” დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა

0
1666

სასტუმრო “რუმსში” “ჩექ ინ ჯორჯიას” პროექტთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფმა ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა და მედიას პროექტის შესახებ ესაუბრა. კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი, მანამდე კი პრესკონფერენციის მონაწილეებმა, ქეთევან ბოჭორიშვილმა, აკაკი ლოდიამ, სერგი გვარჯალაძემ და დიტო ბერიძემ პროექტის საერთი კონცეფცია გააცნეს საზოგადოებას.

Check in  Georgia ხელს შეუწყობს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ქვეყნის ცნობადობის ამაღლებაზე, ტურისტული ნაკადების ზრდაზე,  ეკონომიკურ წინსვლასა და მოქალაქეების შემოსავლების ზრდაზე იქნება ორიენტირებული.

პროექტის ფარგლებში რამდენიმე თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი, საერთაშორისო მასშტაბის არაერთი ღონისძიება ჩატარდება. მათ შორის – თბილისში  საბავშვო ევროვიზია, ფესტივალი „ჯემ ფესტი“ ანაკლიაში, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის სპორტული ღონისძიებები: (ძიუდოს გრან-პრი, საერთაშორისო ჩემპიონატი ავტორბოლაში, ევროპის ჩემპიონატი სუმოში, მსოფლიო ჩემპიონატი ხელბურთში,  მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი რაგბიში და ა.შ.).

ინტერესთა გამოხატვის საშუალებით შეირჩევიან პრომოუტერები, რომლებიც  ივნისი-სექტემბრის განმავლობაში „ბლექ სი არენაზე“ სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებას შეძლებენ.

კონკურსში მონაწილე სუბიექტების განაცხადებს განიხილავს სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება დარგში მოღვაწე მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება აქვთ.

საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე  კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, როგორც საერთაშორისო სტანდარტის კულტურული ღონისძიებების ჩატარების სერიოზული ადგილი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის შემოსავლების ზრდასაც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here