პირველი სიყვარული ის გრძნობაა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გახსოვს და ერთგვარად შენი თანამეგზურიცაა. რა არის სიყვარული? როგორია ის? ამის პასუხი მეცნიერებმა წლების განმავლობაში ვერ დაადგინეს, მაგრამ ადამიანები მას თავისებურად ხსნიან…
ბევრს აღარ ვილაპარაკებთ სიყვარულის ამოუცნობ ფენომენზე და შეგახსენებთ, რომ წინ 14 თებერვალი ანუ ვალენტინობა გველოდება. სიყვარულის დღესთან დაკავშირებით „Music box“-მა და რადიო “ფორტუნა+ -მა“ ერთობლივი პროექტი „სიყვარული ერთ კადრში“ წამოიწყეს, რომელიც ყველაზე ორიგინალური, ლამაზი და საინტერესო შეყვარებული წყვილის გამოვლენას ისახავს მიზნად.
კონკურსი უკვე აქტიურ ფაზაში შევიდა და შეგიძლიათ ხმის მიცემის საშუალებით, თქვენი რჩეული გამოავლინოთ. თუმცა მანამდე გადავწყვიტეთ პატარა გამოკითხვა ჩაგვეტარებინა, როგორ გაიხსენებდნენ პირველ პაემანს? პირველ სიყვარულის ახსნა და ყველაფერი ის რაც სიყვარულს უკავშირდება.