”საშინელი ამბავი მოხდა!” – ნანუკა ჟორჟოლიანი მანჩო გიორგობიანის ვაჟის გარდაცვალებას ეხმაურება

0
2468

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მანჩო გიორგობიანის ვაჟი, 21 წლის სანდრო ქოიავა ამერიკაში გარდაცვლილი იპოვნეს. ამ ეტაპამდე არ ვრცდელდება ზუსტი გარდაცვალების მიზეზი, თუმცა არსებობს სხვადასხვა ინფორმაცია, რომ სანდრო ამერიკაში ერთ-ერთ ღამის კლუბში იპოვეს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ სანდრო ნიუ-იორკის აეროპორტის საპირფარეშოში ნახეს…

სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე გახლდათ გარდაცვლილი ახალგაზრდას მეგობარი. ამის შესახებ ემოციურ მიმართვას აქვეყნებს ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც მომხდარი ფაქტით შეძრწუნებულია.

“მარიამი მისი მეგობრებით არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან! ვიცნობ თუ არა, მნიშვნელობა არ ააქვს. როგორც კი მესმის რომ მისი მეგობარია, მაშინვე ვხდები სუბიექტური და ალბათ ამის მიზეზი , ჩემი შვილის სიყვარულია მათ მიმართ.

თითქმის ყველას ვიცნობ და ვემეგობრები. მიყვარს ყველა. მათი ისტორიებით, პრობლემებით, წარმატებებით. არავის უკვირს უკვე ჩვენი ურთიერთობები.

ასე მოვიდა ერთხელ და მომიყვა სანდროს შესახებ. მარწმუნებდა, რომ სანდროსნაირი ბიჭი ცოტაა ამ ქალაქში და მეც გაღიმებული ვუსმენდი. იმიტომ რომ მარიამი ასე ყვება ყველა მის მეგობარზე. მოახერხა და იმდენი ქნა შემაყვარა სანდრო, ბიჭი, რომლის გაცნობაც ვერ მოვასწარი. შემაყვარა იმიტომ, რომ მარიამს უყვარდა ძალიან.კარგი ბიჭი სანდრო.

გუშინ მის ისტერიკანარევ ტირილში მხოლოდ ის გავიგე რომ სანდრო გარდაიცვალა. კარგი ბიჭი სანდრო და პირველად მივხვდი რომ შვილს სიმწრისგან ვერ ვიცავ. მეგობარი რომ მოუკვდა ამ სიმწრისგან. და დედა! რომელსაც კარგი ბიჭი სანდრო აღარ ჰყავს! აქ უკვე სიტყვებს ვერ ვპოულობ რა უნდა დავწერო!

საშინელი ამბავი მოხდა! საშინელი. კარგი ბიჭი სანდრო გარდაიცვალა! დედას ძალიან კარგი შვილი მოუკვდა! უსამართლობაა ეს!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here