7.8 C
Tbilisi
Saturday, November 12, 2022

საქველმოქმედო ფონდმა, „ცხოვრება მშვენიერია“, პროექტი, „მოდი თეატრში“ დაიწყო

ცხოვრება მშვენიერია, თუმცა ამის დასამტკიცებლად ზოგჯერ კეთილი საქმის გაკეთებაა საჭირო. საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ კი 2013 წლიდან არსებობს და ამ წლების განმავლობაში მათ მიერ არაერთი გადარჩენილი სიცოცხლე გვახსოვს. ამჯერად ფონდმა პროექტი, „მოდი თეატრში“ დაიწყო. თბილისში არსებული ყველა თეატრი მთელი წლის განმავლობაში ერთ საქველმოქმედო სპეკტაკლს ითამაშებს და იმ ადამიანებს დაეხმარება, რომლებსაც ამ ეტაპისთვის სამწუხაროდ სახელმწიფო ვერ ეხმარება. პროექტი რუსთაველის თეატრში დაიწყო, პირველი სპეკტაკლი კი 15 წლის ქეთი ქარუმიძეს მიეძღვნა, რომელსაც გულის უიშვიათესი დაავადება აქვს. მას ბელარუსიაში უკვე ჩაუტარდა ურთულესი გულის გადანერგვის ოპერაცია, თუმცა ამ ეტაპისთვის ქეთის მკურნალობა დავალიანების გამო შეჩერებულია. მკუნალობის გასაგრძელებლად კი პირველად ეტაპზე 18 000$-ია საჭირო, ამ თანხის გადახდის შემდეგ კი სახელმწიფო სრულიად დაეხმარება 15 წლის ქეთის მკურნალობის ხარჯების დაფარვაში.

Latest Posts

ბოლო სიახლეები