11.8 C
Tbilisi
Tuesday, November 15, 2022

საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ კონცერტი 26 წლის ვატო მაღრაძის დასახმარებლად

საქმე როდესაც ქველმოქმედებას ეხება, ამ დროს ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ, რადგან ქართველებს გაჭირვებაში თანადგომის და გამარჯვების არაერთი ცოცხალი მაგალითი გვყავს. ამჯერადაც, არტისტების დახმარება 26 წლის მუსიკოსს, ვატო მაღრაძეს სჭირდება, რომელიც საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წევრია. მას მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს და ოპერაციისთვის საჭირო თანხა 105 000 ევროს შეადგენს. საქველმოქმედო ფონდმა „იავნანამ“ კი ქართველი ლეგენდარული მუსიკოსები გააერთიანა და კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართა. კონცერტში მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილთან ერთად მონაწილეობას იღბდნენ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ტენორი გიორგი ონიანი და სხვები.

Latest Posts

ბოლო სიახლეები