საქართველოში ქალწულობის აღდგენის ახალი მეთოდი შემოვიდა?!

0
49

ერთ-ერთმა კომპანიამ, როგორც ჩანს, ქართველი ქალიშვილობადაკარგული გოგონებისთვის ახალ გამოსავალს მიაგნო. ფეისბუქის გვერდზე კომპანიამ განათავსა ახალი პროდუქცია, რომელიც გოგონებისთვისაა განკუთვნილი, კონკრეტულად კი მათთვის, ვისაც ქალწულობა აქვს დაკარგული.

როგორც ფეისბუქის გვერდზე წერია, ეს არის უპრეცედენტო შემოთავაზება. “ჩვენს ბაზარზე გამოჩნდა პროდუქტი, რომლის საშუალებით შეგიძლიათ სწრაფად, მარტივად და იაფად აღიდგინოთ ქალწულობა. უკვე აღარ არის საჭირო ოპერაციის გაკეთება იმისთვის, რომ აღიდგინოთ თქვენი ქალიშვილობა. ამ დროისთვის ხელმისაწვდომია აპკის ორი ტიპი, კაპსულა და პაკეტი“.

კონკრეტულად როგორ მოქმედებს კაპსულა ან პაკეტი, აღწერილი არ არის, თუმცა დაბნეული ფეისბუქმომხმარებელი ჯერ იმით დაინტერესდა, რამდენად რეალურია ეს შეთავაზება და როცა კომპანიისგან დადებითი პასუხი მიიღო, შემდეგ უარყოფითი და ცინიკური კომენტარების მთელი კასკადი წამოვიდა.

ძირითადად, რასაკვირველია, მამაკაცები აკეთებენ კომენტარს: “დოზის გადამეტების შემთხვევაში ამოქოლვის პროცესი ვითარდება…“, “ვაჟიშვილობისთვის არ გაქვთ რაიმე?“, “ესეთი რამეები კრიმინალში რატომ არ გადის? “დაგეხმარებით ხალხის მოტყუებაში“-ო, საჯაროდ რომ აცხადებთ, არ ტეხავს? ეგ იგივეა, მაგალითად, ყალბ ამერიკულ და ევროპულ დიპლომებს რომ ყიდდეთ. სადმე ჩუმად მაინც გაყიდეთ…“, “ეს პროდუქტი აშკარად საქართველოსთვისაა შექმნილი…“

ali-express