საქართველოში ჩამოსულმა “Walking Dead”- ის ზომბმა ჩურჩხელა ამოავლო

0
65

პოპულარულ სერიალს – “Walking Dead” მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში უდიდესი რაოდენობის თაყვანისმცემელი ჰყავს. პოსტაპოკალიპტურმა სერიალმა ზომბების შესახებ თაყვანისმცემელთა არმია დიდი ხანია, შეიძინა. ახალი სეზონის გამოსვლას კი “Fox” განსაკუთრებული პიარაქციით ხვდება. ერთ-ერთი ზომბი სხვადასხვა ქვეყანაში დამოგზაურობს და აშკარაა, რომ ადამიანებს გვარიანად აშინებს.

დღეს ზომბი საქართველოშიც ჩამოვიდა, “კავკასუს ონლაინის” მოწვევით. მას აეროპორტში ჟურნალისტები დახვდნენ, თუმცა ზომბი, როგორც ნამდვილ ზომბს შეეფერება, არ ლაპარაკობს, არ ჭამს და მხოლოდ საშინელ ხმებს გამოსცემს.

ზომბს შესაშური სტუმარ-მასპინძლობა გაუწიეს. ჟურნალისტები აეროპორტში დახვდნენ, “კომენტარი” ჩამოართვეს, შემდეგ კი ძველი თბილისი დაათვალიერებინეს, მათ შორის ანახვეს, როგორ ცხვება პური, მან თავისი ხელით ამოავლო ჩურჩხელა.

ხვალ ზომბი გუდაურში მიემგზავრება, სადაც სპეციალური ღონისძიება იგეგმება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here