საქართველოში ბლუზ ფესტივალი ჩატარდება – კოკა ცქიტიშვილმა დაბადების დღე მუსიკალური საღამოთი აღნიშნა

0
1836

ბენდი თბილისიდან, რომელიც უკრავს ბლუზის საკუთარ უკომპრომისო ვერსიას, დაფუძნებულს როკის, ჯაზისა და სოულის ელემენტებზე. ბენდის რეპერტუარი მოიცავს, როგორც ბლუზის ორიგინალურ ვერსიას, ასევე ნაკლებად ცნობილ ტრადიციულ სიმღერებს და რაც მთავარია, საკუთარ კომპოზიციებს, რომლებსაც მაღალ იმპროვიზაციულ და ენერგიულ სტილში ასრულებს. KOKA & T.Blues Mob 1999 წელს დაარსდა და მას მერე დიდი წარმატებით მოღვაწეობს მსოფლიოს გარშემო. 2012 წლიდან ჯგუფი ევროპის ბლუზის კავშირის წევრია. გარდა ამისა, ჯგუფის ფრონტმენი, კოკა ცქიტიშვილი რადიო Marbella-სთან ერთად 2014 წელს ბლუზის ფესტივალის Blues Summit-Cherry Blues დამფუძნებელი გახდა. “Music box-ის” გადამღები ჯფუფი ბენდს 27 იანვარს გამართულ საღამოზე ესტუმრა, სადაც ჯგუფი, მეგობრებთან ერთად, ბენდის ლიდერის, კოკა ცქიტიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here