საქართველოს “ნიჭიერი“ პოლონურ ანალოგზე უფრო პოპულარულია

0
1832

“ნიჭიერის“ ლაივ-შოუები ფილარმონიაში გუშინ დაიწყო, წლევანდელ პროექტში უამრავი უცხოელი კონკურსანტი მონაწილეობს. მათ შორის არის პოლონური “ნიჭიერის“ გამარჯვებული, აკრობატი ალექსანდრა კედროვიჩი. ალექსანდრამ ქართული “ნიჭიერის“ სცენაზე ულამაზესი და ურთულესი ნომერი შეასრულა.

– ალექსანდრა, რატომ გადაწყვიტეთ პროექტისთვის საქართველოში ჩამოსვლა?

– მე პოლონელი ვარ, მსგავს შოუში პირველად არ ვმონაწილეობ. პოლონური „ნიჭიერის“ გამარჯვებული ვარ. 2015 წელს მივიღე ეს გადაწყვეტილება და გავიმარჯვე კიდეც. ბევრს ვვარჯიშობ, ერთი წელი დამჭირდა რომ პროფესიონალი გავმხდარიყავი. საქართველოს ნიჭიერი, ბევრად უფრო პოპულარულია ვიდრე პოლონური, ამიტომაც გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება.

– ვისთან ერთად ხართ საქართველოში?

– საქართველოში ჩემს შეყვარებულთან ერთად ჩამოვედი. ძალიან მოგვწონს თბილისი, ლამაზი ქალაქია და დავრჩებით აქ.

– თქვენი რჩეულიც აკრობატია?

– არა, ის ფეხბურთელია. ერთმანეთი საერთო მეგობრების წრეში გავიცანით და ერთი წელია ერთად ვართ. ძალიან მიდგას გვერდით და მეხმარება, მისი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

– გამარჯვების იმედი გაქვთ?

– წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მე მაინტერესებს უცხოელი მაყურებლის შეფასება, დანარჩენი ვნახოთ.

 

https://www.youtube.com/watch?v=ts9-lILh7Ak

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here