“საქართველო არის ქვეყანა, სადაც განათლებას და ინტელექტს ვერ არჩევენ” – გურამ შეროზია

0
2378

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“საქართველო არის ქვეყანა:

– სადაც ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ “პასტაიანკასთან” ერთად
– სადაც ეკლესიის წინ იწერენ პირჯვარს და ორიოდე წუთში, იოგების დაწყვეტამდე აგინებენ, კუნთების დაწყვეტამდე ურტყამენ, სძულთ…
– სადაც ღმერთის სახელით, ღმერთისვე ღირსებას იცავენ მუშტით, ჩხუბით, ტაბურეტკით;
– სადაც სკამზე შემომდგარები, ყანწით სვამენ ცოლის სადღეგრძელოს, იმ ცოლის, ამ დილით რომ ცემეს;
– სადაც დედაზე ოდნავ ხუმრობაზეც კი მოგკლავენ, იმ დედაზე, თავად რომ აგინებენ (ჩემიდედაშევეცი-თ და ბოზიშვილივიყო-თი)
– სადაც ჩვენმა შვილებმა არ გვინდა დაინახონ საყურიანი ბიჭები თუ მწვანე თმიანი გოგონები, გვირჩევნია ვაყურებინოთ, როგორ ვუყვირით და ვუტყაპუნებთ ერთმანეთს, წმინდა “ოჯახში”
– სადაც ყველაზე დიდი ჰომოფობები თავად გეები არიან, სადაც ქალის უფლებების დაცვას თუ თანასწორობას, თავად ქალები აპროტესტებენ;
– სადაც ინტელექტუალობაზე პრეტენზია აქვთ ხალხს, რომლებიც განათლებას და ინტელექტს ვერ არჩევენ…

მაპატიეთ, დილიდან იმდენ ყალბ სტატუსს გადავაწყდი, განწყობაც ავტომატურად შეიქმნა. გისურვებთ ბუნებრივ, ინტელექტუალ, საღად მოაზროვნე და ცივილურ საქართველოს“ – წერს შეროზია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here