საპნის ბუშტების შოუ მოზარდმაყურებელთა თეატრში

0
1197

ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად ჩვენს დედაქალაქში უამრავი საბავშვო გასართობი შოუ, სპექტაკლი თუ ღონისძიება ტარდება. ამ მხრივ, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი ნამდვილად გამოირჩევა და პატარებს მრავალფეროვანი რეპერტუარითაც ანებივრებს, სადაც ამჯერად შეგიძლიათ “საპნის ბუშტების ჯადოსნური შოუ” იხილოთ. მოზარდმაყურებელთა თეატრისა და ივენთ კომპანია “ვანდერლენდი”-ის ერთობლივი საახალწლო პროექტი მაყურებელს გრანდიოზულ სანახაობას პირდება. ინტერაქტიული წარმოდგენა ყველა ასაკის ბავშვს მოხიბლავს. კერძოდ, კი ვისაც გაინტერესებთ, როგორ უშვებენ გიგანტურ, მინიატურულ სხვადასხვა ფორმისა და ზომის ბუშტებს, ასევე, როგორია ცეცხლოვანი ბუშტები და უფრო მეტიც გაქვთ სურვილი თავად გახდეთ წარმოდგენის მონაწილე, მაშინ, ეს შოუ სწორედ თქვენთვისაა. აქვე გეტყვით, რომ “საპნის ბუშტების ჯადოსნურ შოუს” ჯადოქარი რამი რაბა წამოგიდგენთ, რომლის საიდუმლოებების შესახებ მოზარდამყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე შეიტყობთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here