სანდრო სანაია შეყვარებულს დაშორდა, რომლის სანახავად კომენდანტის საათის დროს ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში ფეხით წავიდა

0
354

გიორგი სანაიას ვაჟი, სანდრო ახლახან „კურიერის“ წამყვანი გახდა. ჟურნალ „თბილისელებს“ ის პირადი სახის კითხვას პასუხობს და ადასტურებს, რომ შეყვარებულს დაშორდა, რომლის გულისთვისაც ერთ საღამოს კომენდანტის საათში ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში გავიდა…

შეყვარებული გყოლია, მაგრამ ამ მომენტისთვის დაშორებულები ხართ…

რაღაც ეგეთი არის, მაგრამ არაფერი აღსანიშნავი. ჩემი პირადის სააშკარაოზე გამოტანა არ მინდა.

არაფერი აღსანიშნავიო – კომენდანტის საათის დროს ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში ფეხით გასვლა არაფერია?

კი, ასე იყო, მაგრამ ჩემთვის ეს არაფერია. არც საქმენი საგმირონია და არც ისეთი მომენტი, რითაც შეიძლება, ადამიანმა იამაყოს. ჩვეულებრივი ამბავია – მომინდა ნახვა და წავედი. როცა ადამიანის ნახვა გინდა და ამის რეალური შესაძლებლობა გაქვს, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ცოტა ფეხით გაიარო. მე საშვი მაქვს, უბრალოდ, მანქანით ვერ წავიდოდი, მაგრამ ფეხით ხომ შემეძლო ქალაქში გადაადგილება და ეს შანსი გამოვიყენე…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here