20.8 C
Tbilisi
Friday, August 19, 2022

Sandra Bullock-ს ახალი მამაკაცი ჰყავს

Sandra Bullock-ის პირად ცხოვრებაში როგორც იქნა ახალი მამაკაცი გამოჩნდა. დასავლური პრესის მტკიცებით “Gravity”-ს ვარსკვლავის რჩეული პროფესიით ფოტოგრაფი Bryan Randall-ი გახლავთ, რომელიც ასაკის მიუხედავად შესანიშნავ ფორმაშია – გამოცემებიც მის მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებენ.

US Weekly-ს ინფორმაციით Bullock-ი და Randall-ი უკვე არაერთხელ გამოჩნდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ბოლოს წყვილი 28 აგვისტოს ვახშმობისას დააფიქსირეს, რაც ნამდვილად მიუთითებს ურთიერთობის დასაწყისზე.

შეგახსენებთ, რომ Sandra-ს უკანასკნელი სერიოზული ურთიერთობა Ryan Reynolds-თან 2011 წელს აკავშირებდა. მას შემდეგ ოსკაროსანი მსახიობი პირად ცხოვრებას ნაკლებ დროს უთმობდა და სამსახიობო საქმიანობით აქტიურად იყო დაკავებული. თუმცა ტაბლოიდები წერდნენ, რომ ამ პერიოდის მანძილზე Bullock-ს რომანი ჰქონდა Chris Evans-თან და Michael McDonald-თან. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელთან ურთიერთობა სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა…

Latest Posts

ბოლო სიახლეები