სამი მხატვრის ჯგუფური გამოფენა 19 დეკემბერს “იარტ გალერეაში” გაიმართება

“117 სანტიმეტრი და 59 დღე” – ასე ჰქვია სამი მხატვრის: ირაკლი კუნჭულიას, ირაკლი ჩიქოვანისა და ბექა სვირავას ჯგუფურ გამოფენას, რომელსაც 19 დეკემბერს “იარტ გალერეა” უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ გამოფენის სათაურიც სიმბოლურია, რადგან 50-მდე ნამუშევარი, რომელიც მხატვრებმა გამოფენაზე უნდა წარადგინონ სწორედ 117 სანტიმეტრის სისქის კედლების მქონე სახელოსნოში 59 დღის მანძილზე იქმნებოდა. მუზიკ ბოქსის გადამღებმა ჯგუფმა კულუარებშიც შეაღწია და მხატვრების მუშაობის პროცესსაც დაესწრო.

Scroll to Top