სამართალდამცავებმა მანიკა ასათიანის მეუღლე, ბექა წივწივაძე დააკავეს

0
4523

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტელეწამყვან მანიკა ასათიანის მეუღლე, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი ბექა წივწივაძე დააკავეს, თუმცა მალევე მოხდა გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება. რაც შეეხება ბრალს, საქართველოში ნარკოტიკული საშუალების შემოტანა გახლდათ.

ბექა წივწივაძემ ტელეკომპანია “იმედთან” საუბარში მომხდართან დაკავშირებით ისაუბრა. “ვიმყოფებოდი ჩინეთში. გამომიძახეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მივიღე ფეხის ტრამვა, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. წვეულებაზე დავლიე ალკოჰოლური საშუალება, მოვიხმარე ე.წ. “ჰაშიში”… ცუდი შემთხვევა მოხდა. ვინანიებ ჩემს საქციელს, ცუდი მაგალითი მივეცი ახალგაზრდა სპორტსმენებს. ჩემს ოჯახს და გულშემატკივრებს დიდ ბოდიშს ვუხდი.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here