„ევროვიზია 2017“-ის გამარჯვებული, პორტუგალიელი მომღერალი სალვადორ სობრალი თავს უკეთ გრძნობს. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთ მსხვილი პორტუგალიური გამოცემა აქვეყნებს. ინტერვიუ ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომღერლის დამ, კომპოზიტორმა ლუიზა სობრალმა მისცა.
სტატიაში ასევე ნახსენებია ქართული ეთნო ჯაზბენდი „ირიაო“, რომელიც „პირველმა არხმა“ „ევროვიზია 2018“-ში მონაწილეობისთვის შეარჩია. როგორც ლუიზა სობრალი აღნიშნავს, საკუთარი ძმის სახელით შეუძლია თქვას, რომ როგორც ჩანს, სობრალის გამარჯვებამ კონკურსის განვითარებაში ბევრი რამ შეცვალა.
„ამ დღეებში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი ქვეყნიდან ჯაზბენდი შეარჩიეს („ირიაო“, საქართველოდან) და ჩემმა ძმამ დაუყოვნებლივ გამომიგზავნა მესიჯი, სადაც მწერდა: „ხედავ? იქნებ, ჩვენ შევცვალეთ რაღაც…“ რა თქმა უნდა, ახლა ჩვენთვის ეს უფრო ძვირფასი გახდა“, აღნიშნა ლუიზა სობრალმა.
შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ სალვადორ სობრალს გული გადაუნეგრეს. როგორც მისმა დამ აღნიშნა, მისი ძმა თავს ბევრად უკეთ გრძნობს და შესაძლოა, „ევროვიზიასაც“ დაესწროს.
რაც შეეხება ეთნოჯაზბენდ „ირიაოს“, „პირველმა არხმა“ „ევროვიზიაზე“ საქართველოს სახელით წარგზავნილი 31 დეკემბრის საღამოს დაასახელა. დავით მალაზონია, ჯგუფის ხელმძღვანელი, უკვე მუშაობს სიმღერაზე, რომელსაც საზოგადოება მალე მოისმენს.