“სალომე, შენ ხარ ყველაზე მაგარი, ეს მე ვიცი, და ეგ თასი “მამენტ“ შენია“ – გიორგი ვარდოსანიძე სალომე ჭაჭუასთან რომანის აღდგენას ცდილობს?!

0
41

გიორგი ვარდოსანიძე “ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეექვსე სეზონის ფინალს ეხმაურება. მსახიობი სტანისლავ ბონდარენკოს ულოცავს დამსახურებულ გამარჯვებას, თუმცა მის უკვე ყოფილ საცოლესაც ეხმაურება და სტანისლავზე წინ აყენებს. როგორც მოგეხსენებათ წყვილი რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ და არაა გასაკვირი, რომ გიორგის მასთან ურთიერთობის აღდგენა სურდეს.

“ძვირფასო მეგობრებო, ხმა აღარ მაქვს, იმდენი ვიყვირე, ეს ეხება პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებს“, სადაც ძალიან ბევრი ჩემიანი იყო. მოკლედ, სტასს ვულოცავ გამარჯვებას, ეკუთვნოდა 100 000 პროცენტით. არ გიცნობ, არ მინახიხარ თვალით, მაგრამ ოქრო კაცი ხარ. სალომე, შენ ხარ ყველაზე მაგარი, ეს მე ვიცი, და მთელმა საქართველომ იცის და ეგ თასი მამენტ შენია. რაც მთავარია მეგობრებო, ჯანო ჩემო ძმაო, ჩემო ოქროს კაცო, მიიღე ეს საჩუქარი, იმიტომ რომ გეკუთვნის. გილოცავ და შენს ახლად შექმნილ ოჯახთან ერთად ბედნიერი ცხოვრება გქონოდეს ამ ბინაში. უბრალოდ რიგითი მაყურებელი ვარ და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ილიკო სუხიშვილს და ნანუს, ოქროები ხართ, ილიკო ჩემო ძმაო, ჩემო თანამებორბლე, დღეს თქვენ ძალიან ძალიან ძალიან მაგარი რაღაც გააკეთეთ. ჯანო გილოცავ, მადლობა რომ არსებობ“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here